თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამეგრელოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აბაშის სოფელ პირველ მაისში ფიზიკური პირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.
არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც. ინდივიდუალური მეწარმეები გორის რაიონ სოფელ კარალეთში საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
„ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც კერძოდ, სოფელებში გეგუთშსა და სართიჭალაში ფიზიკური პირები საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ.
„ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.