თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 3,6%-ით შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს 143, 7 ათასი ტონა ხორბალი იქნა წარმოებული.
ხორბლის წარმოება საქართველოში 2019-2025 წლებში
წელი | მოცულობა, ათასი ტონა | ზრდა, % |
2019 | 100,6 | -6,1 |
2020 | 102,4 | 1,8 |
2021 | 135,9 | 32,7 |
2022 | 156,8 | 15,4 |
2023 | 146,6 | -6,5 |
2024 | 148,5 | 1,0 |
2025 | 143,7 | -3,6 |
საქართველოში ხორბლის ნათესმა ფართობმა 49 ათასი ჰექტარი შეადგინა - მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა, 2024 წელთან შედარებით, 8,5%-ით შემცირდა და 1 ჰექტარზე 2,9 ტონა შეადგინა.
საქართველო წლის განმავლობაში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.