თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
26 და 40 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა რუსთავში მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით - 1.107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტროსასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.