მარნეულში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა და ეჭვმიტანილი დააკავა.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა 25 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 28 წლის თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა იგი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.