თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ, 42 წლის ქალს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.