დიდუბეში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

39 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პარასკევს საღამოს მამაკაცი დაჭრეს, პოლიციამ ცხელ კვალზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.