ქუთაისში ყაჩაღობისთვის 30 წლის მამაკაცი დააკვეს

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. პოლიცამ ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 30 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ 43 წლის ნაცნობს ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.
ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.