თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
19-20 წლის მამაკაცები დააკავეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც 10.000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.