პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო -დაკავებულია ორი პირი

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა 41 და 70 წლის მამაკაცების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.