66 წლის მამაკაცი მეუღლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მამაკაცს ბრალის დამტკიცებსი შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისში პოლიციამ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 66 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.