მერია: ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვის მიზეზი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მთაწმინდის რაიონში 15 აპრილის ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 01:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
დედაქალაქის მერი შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.