მარნეულში 64 წლის მამაკაცი დაჭრეს

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 58 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცს, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, ცივი იარაღით 64 წლის მამაკაცს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.