კახეთში 48 წლის მამაკაცი დაჭრეს

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კახეთში 33 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 48 წლის მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე" დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.