მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, 06:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
მათ გარდა, ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მემარცხენე „დემოკრატიულ კოალიციას“, პაროდიულ „ორკუდიანი ძაღლის პარტიას“ და უკიდურეს მემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“.
არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება, პირველი შედეგები კი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებს ეუთოს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.