პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში სამივე მათგანს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 21 დან 35 წლამდეა, ერთი 28 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებული საქართველოს მოქლაქეებიდან ერთ-ერთი 21 წლის ახალგაზრდა წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში სამივე მათგანს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი", "ალფა-პვპ" და "გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.