თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველები დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 56 წლის მამაკაცს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.