თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik.
პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 35 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 29 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.