თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 22 წლის პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.