თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
33 წლის მამაკაცი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.