თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 12 პირი

დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.