მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: რუსეთი საკუთარი ენერგორესურსების მიწოდებაზე დიდი რაოდენობით მოთხოვნას იღებს

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ პრაქტიკულად შეაჩერა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკუთარი ენერგორესურსების მიწოდებაზე დიდი რაოდენობით მოთხოვნას იღებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ამჟამად გლობალური ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისისკენ მიემართება. ამ სიტუაციაში გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსებზე მოთხოვნა და ფასები მკვეთრად შეიცვალა.
„ახლა, როდესაც მსოფლიო თავდაჯერებულად დაადგა გზას ეკონომიკური და ენერგეტიკული საკმაოდ სერიოზული კრიზისისაკენ, რომლის მასშტაბებიც დღითიდღე იზრდება, ბაზარი და ენერგეტიკის სექტორში არსებული საბაზრო პირობები, რა თქმა უნდა, სრულიად შეიცვალა“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მოსკოვი ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე ბევრ მოთხოვნას იღებს.
„არსებობს უამრავი მოთხოვნა ალტერნატიული წყაროებიდან ჩვენი ენერგორესურსების შესაძენად“, - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
მან დასძინა, რომ რუსული მხარე ინარჩუნებს კონტაქტებს რუსული ნავთობისა და გაზის პოტენციურ მომხმარებლებთან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, განიხილავს წინადადებებს.
ამ დროისთვის, პესკოვის თქმით, რუსეთი სერბეთსა და უნგრეთში ენერგომომარაგების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ პრაქტიკულად შეაჩერა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები. ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ენერგომატარებლების ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი საზღვაო კვანძი, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის 20-25% გადის. სპარსეთის ყურეში მდებარე ეს ვიწრო გასასვლელი აკავშირებს ახლო აღმოსავლეთის ნავთობმწარმოებლებს გლობალურ ბაზრებთან.
იანვარში ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან და რუსული მილსადენებით გაზის იმპორტის აკრძალვა 2027 წლის 30 სექტემბრიდან.