ანგარიშსწორება პურის ბიზნესის გამო - მარნეულის მერის ძმა დააკავეს

საგამოძიებო უწყება ქემალ ისმაილოვს ჯგუფურ ძალადობას ედავება
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პოლიციამ მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა ქემალ ისმაილოვი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი".
გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ისმაილოვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ადგილობრივების ცნობით, მერის ძმა და მისი თანმხლები პირები ადგილობრივ მეწარმეს, რომელსაც პურის ბიზნესი აქვს, გუშინ დილით ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
ანგარიშსწორებაში ხუთი პირი მონაწილეობდა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ - ამ დროისთვის მათგან მხოლოდ ერთი - ქემალ ისმაილოვია დაკავებული.
მომხდარ ფაქტზე ძალადობა სსკ-ის 126-ე (ძალადობის) მუხლით. ამ დანაშაულისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.