ჩხუბი თბილისის ტურისტულ უბანში: დაკავებულია ხუთი პირი

დაკავებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა სცემეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი კლინიკაშია გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 28 და 29 წლის ორ პირს.
მათ ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ - „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა.
სამართლდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ხუთივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.