ჩიხირთმა, ხარჩო, ხაში: რომელი წვნიანი უყვართ საქართველოში – ვიდეო

ტრადიციული ქართული წვნიანების ბევრი სახეობა არსებობს და თითოეული მათგანი მდიდარია გემოებით.
Sputnik
ქართული წვნიანები გამორჩეულია ნოყიერებით, პიკანტური გემოვნური თვისებებით. ინგრედიენტები ხშირად მოიცავს ცინცხალ ბოსტნეულს, მწვანილსა და სანელებლებს, ნიგოზს, რომლებიც ამდიდრებენ კერძების გემოვნურ თვისებებსა და არომატს. კერძებისთვის დამახასიათებელ სიმჟავესა და ბალანსს განაპირობებს ტყემალი და მაწონი.
პოპულარულ კერძებს შორის ლიდერობს საქონლის ხორცის წვნიანი — სუპ-ხარჩო, ქათმის ჩიხირთმა, ხაში და ჩაქაფული - მწვანილებით, ტყემლით და ტარხუნით.
კიდევ ერთი პოპულარული კერძია მაწვნის სუპი. იგი მსუბუქი ტექსტურისაა და ძალზე გემრიელი და, რაც ყველაზე მთავარია, სწრაფად მზადდება.