რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის მონაცემები

2025 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 352,7 მლნ დოლარით
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 70,4%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2025 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 352,7 მლნ დოლარით, მათ შორის 440,1 მილიონი დოლარით - ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 14,6 მილიონი დოლარით - სხვა ცვლილებების გამო, ამასთან მაჩვენებელი გაიზარდა 72,7 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების და 29,4 მილიონი დოლარით - ფასების ცვლილების ხარჯზე.
საერთო მოცულობიდან 11,7 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 30,7%), საიდანაც 9,2 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 780,9 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 473,1 მილიონი დოლარი და 1,3 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 9,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 5 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,4 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 86,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,6 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 33,1%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 5,6 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 14,6%).