თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პოლიციამ აჭარაში 32 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე 16 წლის ბიჭი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 32 წლის პირს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი/
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.