უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, ბრალდებული პირი, ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.
კერძოდ, ბრალდებულმა სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით სანოტარო მოქმედების შესრულების გზით მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე და 19, 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.