საქართველოში საფრენი აპარატის ფრაგმენტები იპოვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-ში აღნიშნული ფრაგმენტების წარმომავლობაზე არ საუბრობენ.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყულევთან, ნავთობტერმინალთან საფრენი აპარატურის ფრაგმენტის აღმოჩენილის ფაქტს იძიებს, იუწყება „რუსთავი2“.
საფრენი აპარატურის ფრაგმენტის ფოტოები ქართულ მედიაში ვრცელდება.
როგორც ტელეარხი შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.
შსს-ში აღნიშნული ფრაგმენტების წარმომავლობაზე არ საუბრობენ.
ყულევში ფუნქციონირებს პორტი და ნავთობტერმინალი, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის საკუთრებაშია. ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წლისთვის ყულევის ტერმინალმა 2.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობის, გაზის და ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.