მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად 54 წლის შემდეგ: NASA-მ დედამიწის უნიკალური კადრები გამოაქვეყნა

ბოლოჯერ ასეთი ფოტო 1972 წელს „აპოლონ-17“ მისიის დროს
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. NASA-მ გამოაქვეყნა დედამიწის ფოტოები, რომლებიც ღრმა კოსმოსიდან მთვარის მისია Artemis II-ის ხომალდ Orion-ის ბორტიდან გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ფოტოზე დედამიწა აღბეჭდილია იმ მომენტში, როდესაც პლანეტა მზეს ეფარება. სხვა ფოტოებზე დედამიწა ნაწილობრივ ჩანს და მზის სხივებით არ არის განათებული.
როგორც NASA განმარტავს, ქვედა მარჯვენა მხარეს ვარსკვლავი ვენერაა. ყველა ფოტო გადაიღო ასტრონავტმა რიდ ვაისმანმა.
ბოლოჯერ ასეთი ფოტო გადაიღეს 1972 წელს „აპოლონ-17“ მისიის დროს, ანუ 54 წლის წინ. ამის შემდეგ დედამიწის ფოტოები გროვდებოდა ცალკეული კადრებიდან, რომლებიც ორბიტიდან იყო გადაღებული.
კოსმოსურმა ხომალდმა „ორიონმა“ მთვარისკენ გეზი ადგილობრივი დროით 1 აპრილს 18:35 საათზე Artemis II-ის მისიის ფარგლებში აიღო. ხომალდის გაშვება ჯონ კენედის კოსმოსური ცენტრის (ფლორიდა) მოედნიდან განხორციელდა.
როგორც მოსალოდნელია, NASA-ს ასტრონავტები რიდ ვაისმანი, კრისტინა კუკი და ვიქტორ გლოვერი, ასევე კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი მთვარეს 8 ათასი კილომეტრის მანძილზე შემოუფრენენ, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან. მისიის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს.
ადამიანები მთვარეს 1972 წლის შემდეგ პირველად მიუახლოვდებიან, თუმცა ამჯერად ასტრონავტები მთვარეზე არ დაეშვებიან: დაფრენა სხვა ექსპედიციის ფარგლებში, 2028 წელს არის დაგეგმილი.