პროექტები და ეკონომიკური პერსპექტივები: რა განიხილა პრემიერმა IMF-ის მისიის წევრებთან?

ვიზიტის დასრულების შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის რეფორმები, ეკონომიკური პროექტები და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელ ალეხანდრო ჰაიდენბერგს შორის შეხვედრის მთავარი თემა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაიდენბერგთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც დაზოგილი ათობით მილიონი ლარი სექტორის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს. ვიზიტის შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.