მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სოიუზნი" - ეთერში ახალი ტელეარხი გავიდა

ტელეარხის მიზანია პროექტის ნაცვლად, მაყურებელს რეალური ცხოვრება უჩვენოს და ის მოვლენების უშუალო მონაწილედ აქციოს.
Sputnik
თბილისი 1 აპრილი – Sputnik. „საკავშირო სახელმწიფოს“ ახალი მედიასაშუალება ტელეარხ „ბელროსს“ (БелРос) ჩაანაცვლებს. მაუწყებლობა 24/7 რეჟიმში რუსეთსა და ბელარუსში საკაბელო, თანამგზავრული და OTT-პლატფორმების მეშვეობით განხორციელდება. გარდა ამისა, კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ-სივრცეში ყველა პლატფორმაზე: VK, VK Video, VK Clips, OK, MAX, Telegram და ა.შ., ნათქვამია ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „მედიაკომპანია საკავშირო სახელმწიფოს“ განცხადებაში.
„სოიუზნი“ (Союзный) საკავშირო სახელმწიფოს ერთგვარი გზამკვლევი ხდება.
ტელეარხის მიზანია პროექტის ნაცვლად, მაყურებელს რეალური ცხოვრება უჩვენოს და ის მოვლენების უშუალო მონაწილედ აქციოს.

არხის ეთერი დაეთმობა ახალ ამბებს, დოკუმენტურ ფილმებს ისტორიისა და კულტურის შესახებ, რეპორტაჟებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან, ასევე გადაცემებს მოგზაურობაზე, კულინარიასა და თევზაობაზე. სამაუწყებლო ბადეში ასევე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ფილმები, სერიალები, გადაცემები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ.

ასევე, მიმდინარე აქტუალური სიახლეები, პოდკასტები და ანალიტიკა, რომლებიც ყველა მოსახერხებელ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
ტელეარხი „სოიუზნი“ (Союзный) და მასთან დაკავშირებული ყველა ციფრული რესურსი ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „საკავშირო სახელმწიფოს მედიაკომპანიის“ სტრუქტურაში შედის.
კომპანიის მთავარ მიზანს ერთიანი საინფორმაციო სივრცის ფორმირება წარმოადგენს. მის ამოცანებში შედის რუსეთსა და ბელარუსში მიმდინარე პროცესების შესახებ სატელევიზიო, ინტერნეტ და ბეჭდური მასალების მომზადება, ინტეგრაციული საკითხების გაშუქება და ორი ქვეყნის საერთო ისტორიის, კულტურისა და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია.