თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის, „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებვლებს, რომელთა ასაკიც 22-დან 42 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.