ყვარელში ავარიას პოლიციელი ქალი ემსხვერპლა

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ყვარელში ავარიის შედეგად 52 წლის პოლიციელი ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - შედეგად ქალი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.