სამეგრელოში ძებნილი პირი დააკავეს

ძებნილი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 48 წლის მამაკაცი წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი. ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდში დააკავეს.
მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.