თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
34 და 41 წლის ქალებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.