თბილისი, 25 მარტი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფედერაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის გახსნის ძალისხმევას შეუერთდება, ნავთობის ფასი, შესაძლოა, ერთ ბარელზე 200 დოლარამდე გაიზარდოს, იუწყება РИА Новости.
„სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – რედ.)მუდმივი წარუმატებლობის უნაკლო რეპუტაციის გათვალისწინებით, ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 200 დოლარს მიაღწიოს“, - დაწერა დმიტრიევმა პლატფორმა X-ზე.
ასე გამოეხმაურა დმტრიევი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლონდონს შეუძლია უხელმძღვანელოს კოალიციას ჰორმუზის სრუტის გასახსნელად.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ პრაქტიკულად შეაჩერა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები. ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ენერგომატარებლების ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი საზღვაო კვანძი, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის 20-25% გადის. სპარსეთის ყურეში მდებარე ეს ვიწრო გასასვლელი აკავშირებს ახლო აღმოსავლეთის ნავთობმწარმოებლებს გლობალურ ბაზრებთან