კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე არ ჩამოვა

მიზეზია სასამართლო აკრძალვა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქვეყნის დატოვებას უკრძალავს
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს ოფიციალური ნებართვა არ მიეცა საქართველოს დედაქალაქში ჩასასვლელად, რათა დასწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას, იტყობინება Sputnik-სომხეთი ადვოკატ არა ზოჰრაბიანზე დაყდნობით.
კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ სამგლოვიარო ცერემონიებსა და ლიტურგიაში. ადვოკატმა მოითხოვა კათოლიკოსის დროებითი გამგზავრება ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და ეს მეზობელ ქვეყანაში გლოვის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, თუმცა უარი მიიღო.
ზოჰრაბიანის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სომხეთის საერთაშორისო იმიჯზე.
ადრე, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარეგინ II-ის მონაწილეობა საქართველოს პატრიარქის დაკრძალვაში არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში კათოლიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიაცოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორქ საროიანის გადაყენებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.