თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება UNFP ავრცელებს.
ქართველის გარდა, გამარჯვებისთვის ტაუფიკ ბენტაიბი (ტროა) და ფამარა დიედიუ (კლერმონი) იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამოკითხული გულშემატკივრების უმრავლესობამ უპირატესობა „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევს მიანიჭა.
მას შემდეგ, რაც გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა, დავითაშვილს სეზონის დასაწყისში „სენტ-ეტიენში“ დარჩენა არ სურდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მის გაშვებაზე უარი თქვა და ქართველი ვინგერი ახლა „მწვანეების“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე ის ფრანგულ „ბორდოში“ თამაშობდა.
„სენტ-ეტიენი“ ამჟამად 50 ქულით ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.