საქართველო გლოვობს: კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

ილია მეორე იყო საქართველოს სულიერი ლიდერი - ადამიანი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მილიონობით ადამიანისთვის რწმენის, ერთიანობისა და იმედის სიმბოლოდ იქცა.
Sputnik
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
მისი მოღვაწეობა ცვლილებების ეპოქას დაემთხვა — გვიანდელი საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობამდე. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან საქართველოში გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის საყოველთაო ნათლობის იდეა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავდა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.
ილია მეორე მორწმუნეებში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სულიერ ლიდერად ითვლებოდა. მისი გარდაცვალებით საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ რელიგიურ მოღვაწე, არამედ ფიგურას, რომელმაც საზოგადოება ყველაზე რთულ პერიოდებში გააერთიანა.
1 / 15

მომავალმა პატრიარქმა განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო.

2 / 15

ბერად აღკვეცა მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი გახდა.

3 / 15

ეკლესიის მსახურება პატრიარქობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

4 / 15

მსახურების პირველი წლები საბჭოთა ეპოქას დაემთხვა.

5 / 15

ჯემალ ჭკუასელი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

6 / 15

ილია მეორის პერიოდში აქტიურად დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღდგენა.

7 / 15

ეკლესია საზოგადოების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

8 / 15

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

9 / 15

საყოველთაო ნათლობა - ილია მეორის ინიციატივა.

10 / 15

ათასობით ბავშვი ილია მეორის ნათლული გახდა.

11 / 15

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და რომის პაპი ფრანცისკე.

12 / 15

მისი ქადაგებები იყო ერთიანობისა და მშვიდობისკენ მოწოდება.

13 / 15

პატრიარქი მილიონობით მორწმუნის ნდობით სარგებლობდა.

14 / 15

მისი გავლენა ეკლესიური ცხოვრების ფარგლებს სცილდებოდა.

15 / 15

მარადიული ხსოვნა სულიერ ლიდერს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში!