თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ახმეტაში წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით 67 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ოჯახის არასრულწლოვან წევრთან, 14 წლის მოზარდთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.