აჭარაში ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს

მეწარმე საქმიანობის გაგრძელებას შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაბა ხულოში მდებარე ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, დაბა ხულოში (მამულაძის ქ. N5) მცირე მეწარმე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
"გეგმიური ინსპექტირების შედეგად საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ლიმონათის ეტიკეტირების წესის დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მეწარმე საქმიანობის გაგრძელებას შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.