თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ზამთრის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა 2024–2025 წლებში, დეკემბერი-იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით თითქმის 17%-ით გაიზარდა და 68.296 ტურისტს მიაღწია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები:
მტირალას ეროვნული პარკი (20.137 ვიზიტორი)
პრომეთეს მღვიმე (11.480)
თბილისის ეროვნული პარკი (9.100)
წალკის კანიონი (7.401)
მარტვილის კანიონი (6.801).
საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 15 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. 2025 წლის მონაცემებით, დაცული ტერიტორიების ფართობი 927,748 ჰექტარია, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ს შეადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.