მარნეულში დააკავეს 21 წლის ქალი, რომელიც მცირეწლოვან შვილებზე სისტემატურად ძალადობდა

21 წლის ქალს ბრალის დამტკიცებსი შემთხვევაში სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მარნეულში პოლიციამ 2 და 6 წლის შვილებზე ძალადობისთვის 21 წლის დედა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.