თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ მცხეთა-მთიანეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასალართლევი მამაკაცი დაკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
42 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული - 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.