ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში ფა ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში.
Sputnik
Уთბილისი, 14 მარტი - Sputnik. 80+ ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ოულუში გაიმართა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 2 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0,2 გრადუსი იყო.
ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25 და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა.
ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში.
ჰენრი კუპრაშვილი
ჰენრი კუპრაშილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორია.
სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა.
ჰენრი კუპრაშვილი 13 სექტემბერს 80 წლის გახდება.