ბავშვთა სიმსუქნით საქართველო საშუალო დონეზეა – ევროპის ქვეყნებში თითქმის ყოველი მესამე ბავშვი ჭარბწონიანია.
საქართველოში პრობლემის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია ეროვნული სამზარეულოს თავისებურებები (მაღალკალორიული საკვები) და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.
სიმსუქნე იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (ინფარქტი, ინსულტი), მე-2 ტიპის დიაბეტს და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს. ქვეყანაში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.