თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის რომელთა ასაკიც 29 დან 38 წლამდეა, უცხო ქვეყნის ორი მოქლაქეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "ბუპრენორფინი" და "გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.