მსოფლიო დღეს

რუსეთის არმიამ ერთ კვირაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

კვირის მანძილზე უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა მხოლოდ ერთი მიმართულებით 1200-ს გადააჭარბა.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. რუსეთის არმიის დაჯგუფება „დასავლეთმა“ („Запад") ერთ კვირაში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საუბარია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ დრობიშევოს, იაროვაიასა და სოსნოვოეს დასახლებებზე. ამასთან, ზიანი მიადგა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი მექანიზებული ბრიგადის და საშტურმო ბრიგადის, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის და უკრაინის ეროვნული გვარდიის ორი ბრიგადის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას.
„ამ მიმართულებით მტრის დანაკარგმა 1280-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა“, - აღნიშნეს უწყებაში.
გარდა ამისა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული მხარის ყოველკვირეული დანაკარგების სიაში შედის 24 ჯავშანტექნიკა, 139 მსუბუქი ავტომობილი, 21 საარტილერიო დანადგარი და 23 საბრძოლო მასალის საწყობი.
ამასთან, ერთი კვირის მანძილზე რუსეთის ძალებმა დრონების, რაკეტებისა და არტილერიის გამოყენებით, გაანადგურა მოწინააღმდეგის ზალპური ცეცხლის შვიდი რეაქტიული სისტემა. მათ შორის იყო HIMARS-ის გამშვები და Vampire-ის სამი საბრძოლო მანქანა.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის 62 მართვადი საავიაციო ბომბი, სისტემა HIMARS-ის 22 რეაქტიული ჭურვი, შორ მანძილზე მოქმედი Neptun-ის 2 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 2154 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი