თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
63 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი" და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.