ისრაელმა ლიბანზე საჰაერო დარტყმა განახორციელა: ათასობით ადამიანი საკუთარი სახლ-კარს ტოვებს

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ლიბანის სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს
Sputnik
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას" ობიექტები დაბომბეს. თავდასხმის სამიზე იარაღის საწყობები, სამეთაურო პუნქტები და „ჰეზბოლასა„ და „ჰამასთან" დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. დარტყმები ასევე განხორციელდა ბეირუთის გარეუბნებში, სიდონში, სურში და სხვა დასახლებულ პუნქტებში.
საჰაერო დარტყმებმა ნაწილობრივ ან სრულად გაანადგურა სამოქალაქო ობიექტები - მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და სხვა შენობები. ლიბანის ხელისუფლების ცნობით, დაზარალებული რაიონებიდან დაახლოებით 30 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.
1 / 9

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

2 / 9

მეხანძრეები ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეში ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ ნანგრევებს ამოწმებენ.

3 / 9

ასობით ლტოლვილი ლიბანის სამხრეთ საპორტო ქალაქ სიდონში, ბეირუთისკენ მიმავალ გზატკეცილზე საცობში აღმოჩნდა.

4 / 9

ბეირუთის აღმოსავლეთით ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დანგრეული სასტუმროს მობინადრეები შენობას ტოვებენ.

5 / 9

მოქალაქეები ბეირუთის აღმოსავლეთით, ჰაზმიაში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დანგრეული სასტუმროს წინ დგანან და შენობას ათვალიერებენ.

6 / 9

ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგი.

7 / 9

მაშველები საპორტო ქალაქ სიდონში ლიბანის „ისლამური სახელმწიფოს“ დანგრეული შტაბ-ბინის ტერიტორიაზე.

8 / 9

მამაკაცი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დანგრეულ სასტუმროს ტოვებს.

9 / 9

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაზარალებული რაიონებიდან გამოქცეული ლტოლვილები საპორტო ქალაქ სიდონში.